ნასყიდობის ხელშეკრულება
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გამყიდველი ყიდის, (შემდგომში „ნასყიდობის საგანი“). ამასთან, გამყიდველი ახდენს ნასყიდობის საგნის ინსტალაციას, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყიდველი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია ნასყიდობის საგანი და სრულიად მისაღებია იგი.
2. მხარეები თანხმდებიან, რომ მყიდველს ნასყიდობის საგანი გადაეცემა საკუთრებაში მხოლოდ ნასყიდობის საგნის ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, ხელშეკრულების პირობების შესაბანისად.
მუხლი 2. ნასყიდობის ფასი და გრაფიკი და სხვა პირობები
1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდგადახდის ობის საგნის მთლიანი ღირებულება
2. მხარეები თანხმდებიან, რომ ნასყიდობის საგნის მთლიან ღირებულებას, 100% წინასწარ .
3. მყიდველი ვალდებულია, ანგარიშსწორება (გადახდა) განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, მხარეთა რეკვიზიტებში მითითებულ გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
4. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულის გარდა ნებისმიერ სხვა მომსახურეობაზე მყიდველის მიერ საფასური გადაიხდება გამყიდველის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.
5. მხარეები თნხმდებიან, რომ გამყიდველის მხრიდან ნასყიდობის საგანზე გარანტია გავრცელდება მხოლოდ ქარხნულ წუნზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნასყიდობის საგანს ჩაუტარდება პერიოდული ინსპექტირება (შემოწმება) ნასყიდობის საგნის დოკუმენტებით გათვალისწინებული პერიოდულობთ, ამასთან ამ პუნქტით გათვალისწინებული პერიოდული შემოწმების ჩატარებისთვის და შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისთვის (გარდა ქარხნული წუნის შემთხვევისა) მყიდველის მიერ გამყიდველისთვის ხარჯები (თანხები) გადაიხდება გამყიდველის მიერ განსაზღვრული ოდენობითა და წესით.
5.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ნასყიდობის საგნის შემოწმების,ინსპექტირების, შეკეთების (გარდა ქარხნული წუნის არსებობისას) ხარჯების ანაზღაურება მოხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამყიდველის მიერ მყიდველისთვის წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
6. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ ინსპექტირების შედეგების შესაბამისად მყიდველის მიერ არ მოხდება ხარვეზების აღმოფხვრისთვის ხარჯების გაღება, რაც გამოიწვევს ნასყიდობის საგანის დაზიანებას ან სხვა მხრივ მისი მუშაობის შეფარხებას, ამ და ნებისმიერი სხვა სახის ზიანისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მყიდველი აცხადებს რომ სრულად ეთანხმება წინამდებარე მუხლის პირობებს და სრულიად ხელშეკრულებას და არ აქვს ან და/ არ ექნება არანაირი სახის პრეტენზია გამყიდველის მიმართ

მუხლი 3. გადაცემის დრო, ადგილი და საკუთრების უფლების გადაცემის პირობები
1. გამყიდველი იღებს ვალდებულებას მყიდველს გადასცეს შეძენილი ნივთის საკუთრება, მატერიალურად და იურიდიულად უნაკლო, ხელშეკრულების შესაბამისად, წინასწარი გადახდის მიღებიდან არაუგვიანეს 30-40 სამუშაო დღისა.
2. მხარეები თანხმდებიან, რომ შესყიდვის საგნის მიწოდების ადგილი იქნება მყიდველის მისამართი, შესაბამისად, შესყიდვის საგნის შემდგომ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს გამყიდველი.
3. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, რომ ნასყიდობის საგნის გადაცემისას გააფორმებენ ყველა აუცილებელ დოკუმენტაციას, მათ შორის სასაქონლო ზედნადებსა და მიღება-ჩაბარების აქტს. მხარეები თანხმდებიან, რომ ნასყიდობის საგნის გადაცემასთან ერთად, მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი. ამასთან მხარეები თანხმდებიან, რომ ნასყიდობის საგნის ინსტალაციის შემდეგ მხარეები ასევე გააფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს მისი გამართულად მუშაობის თაობაზე.
4. მყიდველი თანახმაა და კისრულობს სრულ ვალდებულებას, რომ მის მიერ ნასყიდობის საგნის მიღებისთანავე მყიდველზე გადადის ნასყიდობის საგანზე სრული პასუხისმგებლობა, მათ შორის ნასყიდობის საგნის დაზიანებასა ან/და განადგურებასა ან/და დაკარგვაზე, ან/და გაუჩინარებაზე, მათ შორის, ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი.

მუხლი 4. მხარეთა უფლებამოვალეობები
1. გამყიდველის უფლებამოვალეობები:
1.1. გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, საკუთრებაში გადასცეს მყიდველს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნასყიდობის საგანი.
1.2. გამყიდველი ადასტურებს, რომ ნასყიდობის საგანს არ გააჩნია ფიზიკური დეფექტი და შესაძლებელია მისი გამოყენება განსაზღვრული მიზნებისთვის.
1.3. გამყიდველი იძლევა გარანტიას წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-5 (შორის 5.1. პუნქტით) და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით, მხოლოდ ქარხნულ დეფექტებზე ნასყიდობის საგნის გადაცემიდან 12 (თვრამეტი) თვის განმავლობაში, რაც მოიცავს ქარხნული წუნის არსებობისას ნასყიდობის საგნის შეკეთებას ან/და შეცვლას გამყიდველის მიერ, საკუთარი ხარჯებით.
1.4. გამყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს მყიდველისაგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დროულად გადახდა.
1.5. გამყიდველს უფლება აქვს, მყიდველისაგან მოითხოვოს მყიდველისთვის გადასაცემი ნასყიდობის საგნის დროული მიღება.
1.6. გამყიდველს უფლება აქვს, მოსთხოვოს მყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული, ჯეროვანი, დროული და კეთილსინდისიერი შესრულება.
1.7. გამყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს მყიდველისგან მყიდველის მიერ გამყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. მყიდველის უფლებამოვალეობები:
2.1. მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, სრულად და დროულად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
2.2. მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდა აწარმოოს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დროულად.
2.3. მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, დროულად მოახდინოს ნასყიდობის საგნის მიღება.
2.4. მყიდველი ვალდებულია უზურნველყოს შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული შესრულება/ დაცვა, აღნიშნულის დარღვევისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს.
2.5. მყიდველისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულებაში მითითებულის გარდა ნებისმიერ სხვა მომსახურეობაზე მყიდველი ვალდებულია საფასური გადაიხდოს გამყიდველის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით. მათ შორის, გამყიდველის მიერ პერიოდულად ჩასატარებელი ინსპექტირების ხარჯები, ამასთან, თუ ნასყიდობის საგანს აღმოაჩნდება/ გაუჩნდება რაიმე სახის ნაკლი/ წუნი, რომელიც გამყიდველის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად არ აღმოჩნდება ქარხნული, მყიდველი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს, როგორც ნასყიდობის საგნის ინსპექტირების (შემოწმების), მათ შორის ტრანპორტირების ასევე შეკეთების ხარჯები, გამყიდველის მიერ დადგენილი ოდენობითა და ვადებში.
2.6. დაუყოვნებლივ აცნობოს გამყიდველს რაიმე სახის გაუმართაობის ან სხვა პრობლემის შესახებ, მათ შორის ინსტალაციისას.
2.7. მყიდველს უფლება აქვს, გამყიდველისაგან მოითხოვოს მყიდველისთვის გადასაცემი ნასყიდობის საგნის დროული მიღება.
2.8. მყიდველს უფლება აქვს, მოსთხოვოს გამყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების კეთილსინდისიერი და ჯეროვანი შესრულება.

მუხლი 5. მხარეთა პასუხისმგებლობა
1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებული ზიანისათვის მხარეები ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
2. წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად გამყიდველისთვის მიყენებულ ზიანს მყიდველი ანაზღაურებს სრულად, გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში.

მუხლი 6. ხელშეკრულების შეწყვეტა
1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
2. ხელშეკრულება ვადამდე შეიძლება შეწყდეს.
2.1. მხარეთა შეთანხმებით.
2.2. კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში.

მუხლი 7. ფორს-მაჟორი
1. ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს პასუხისმგებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი;
2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ გარემოებებს, როგორიცაა ომი, სტიქიური მოვლენები, ეპიდემია, პანდემია, კარანტინი, სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები/ აქტები/ დადგენილებები რომლებიც აფერხებენ ან შეუძლებელს ხდიან ვალდებულების შესრულებას ან/და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება და სხვა;
3. მხარეები ვალდებულნი არიან, ერთმანეთს აცნობონ ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის შესახებ მათი დადგომიდან 24 საათის განმავლობაში.
4. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიწევს აღნუშნული ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების ვადის შესაბამისად.

მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი
1. ხელშეკრულება შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა ის საკითხი რაც დარეგულირებული არ არის ხელშეკრულებით, უნდა გადაწყდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა და უთანხმოება უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. მოლაპარაკებით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საქმე განიხილება საქართველოს სასამართლოში, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით მხარეთა შეთანხმებას. მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებულ ან/და შემდგომ ზეპირსიტყვიერ არცერთ შეთანხმებას, დაპირებას და განზრახვას არ აქვს სამართლებრივი ძალა.
3. წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დამატება და ცვლილება ძალაშია, თუ იგი შესრულებულია წერილობით, წინამდებარე ხელშეკრულების ფორმის დაცვითა და მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით;
4. ხელშეკრულების რომელიმე კონკრეტული მუხლის/პუნქტის ბათილობა არ იწვევს ხელშეკრულების ბათილობას;
5. მყიდველი ვალდებულია, წერილობით აცნობოს გამყიდველს ხელშეკრულებაში მითითებული მისამართის ცვლილების შესახებ, ცვლილებამდე 30 სამუშაო დღით ადრე.
6. გამყიდველი შეტყობინებას გზავნის ამ ხელშეკრულების რეკვიზიტებში მითითებულ მყიდველის მისამართზე, შესაბამისად, აღნიშნულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ითვლება წარდგენილად/ მიწოდებულად, მიუხედავად მყიდველის მიერ მისამართის ცვლილებისა (როცა მყიდველს წერილობით არ უცნობებია გამყიდველისთვის ცვლილების განხორციელების თაობაზე, ცვლილებამდე 5 სამუშაო დღით ადრე). ამდენად, რეკვიზიტების ცვლილების შეუტყობინებლობით დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს.
7. მხარეები აცხადებენ, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს მათი თავისუფალი და ნამდვილი ნების გამოხატულებას და რომ ისინი სრულად გაეცნენ ხელშეკრულებას და ხელშეკრულების პირობები სრულიად მისაღებია მათთვის.
8. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ინახება მყიდველთან, ხოლო მეორე - გამყიდველთან.