Skip to Content
გამოსცადეთ დანადგარი თქვენს მასალაზე ყიდვამდე — დაჯავშნეთ უფასო ტესტი

გაყიდვების სპეციალისტი (ლაზერული და CNC დანადგარები)

თბილისი, Georgia

ლაზერული და CNC დანადგარების გაყიდვა მცირე ბიზნესებისთვის საქართველოში. გამოსაცდელი ვადა 1,200 ₾ ხელზე, შემდეგ ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი + საკომისიო.

გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, გარიგებების დახურვა და ახალი ტექნოლოგიების შესწავლა? შემოგვიერთდით Geotech-ში და გაყიდეთ ლაზერული და CNC დანადგარები, რომლებიც საქართველოში მცირე ბიზნესებს საკუთარი პროდუქციის წარმოებაში ეხმარება.

რას გააკეთებთ

  • უპასუხებთ მომხმარებლების ახალ შეკითხვებს Facebook-ზე, Instagram-ზე, ვებგვერდის ჩატსა და ტელეფონით 1 საათის განმავლობაში
  • გაარკვევთ, რისი დამზადება სურს მომხმარებელს, და შეურჩევთ შესაბამის დანადგარს
  • ჩაატარებთ დემონსტრაციას და უფასო სატესტო გრავირებას თბილისის შოურუმში
  • მოამზადებთ კომერციულ წინადადებებსა და ინვოისებს Odoo-ში და მიჰყვებით გარიგებას დასრულებამდე
  • დაუკავშირდებით მცირე ბიზნესებს: სუვენირების მაღაზიებს, რეკლამის კომპანიებს, ავეჯისა და ტყავის სახელოსნოებს

რას გთავაზობთ

  • გამოსაცდელი ვადა (3 თვე): 1,200 ₾ ხელზე
  • დამტკიცების შემდეგ: ფიქსირებული ხელფასი + 300 ₾ ყოველთვიური ბონუსი გეგმის შესრულებისთვის + საკომისიო (1% / 2% / 3%)
  • წარმატებულ თანამშრომელს შეუძლია გამოიმუშაოს 2,000–3,000 ₾ და მეტი თვეში
  • სრული ტრენინგი ყველა დანადგარსა და პროგრამაზე
  • უვადო ხელშეკრულება, ორშაბათი–პარასკევი 10:00–18:00, შაბათ-კვირა დასვენება

ვის ვეძებთ

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება
  • გაყიდვებში, მომხმარებელთა მომსახურებაში ან ტექნიკურ ვაჭრობაში მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
  • ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და სწრაფად სწავლის უნარი
  • ორგანიზებულობა: საქმეს შეხსენების გარეშე აკეთებთ
  • CRM-თან, Excel-თან ან Google Sheets-თან მუშაობის უნარი

უპირატესობა

  • რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა
  • ლაზერულ, CNC, 3D ბეჭდვის, ხის დამუშავების ან სარეკლამო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება
  • Odoo-სთან მუშაობის გამოცდილება
  • მართვის მოწმობა

Geotech-ის შესახებ

Geotech Group არის AlgoLaser-ის, xTool-ის, AEON-ისა და Two Trees-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. ჩვენ არა მხოლოდ ვყიდით დანადგარებს: ვტესტავთ მომხმარებლის მასალაზე, ვაწყობთ, ვატარებთ ტრენინგს პირველი პროდუქტის დამზადებამდე და ვუწევთ მხარდაჭერას ადგილობრივი გარანტიით. ოფისი და შოურუმი: დიდი დიღომი, პეტრე იბერის N16, თბილისი.

როგორ მიმდინარეობს შერჩევა

1
განაცხადი

გამოგვიგზავნეთ CV ღილაკით „მიმართეთ ახლავე!“

2
ონლაინ ტესტი

10–15 წუთი, ტელეფონიდანაც

3
სატელეფონო ზარი

2 სამუშაო დღეში

4
გასაუბრება შოურუმში

45 წუთი + მოკლე როლური თამაში

ტესტის დაწყება (10 წუთი)